ახალი ამბები

,,სოციალისტური საქართველო ჭაობიდან ამოგვიყვანს’’

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ლავრენტი გაგანაშვილის განცხადებით, მათ მხარს მოსახლეობის 80% უჭერს. მისი თქმით, საქართველომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა აღადგინოს.

,,სოციალისტური საქართველო ერი ჭაობიდან ამოგვიყვანს. სწორედ ამიტომ გვინდა სოციალისტური საქართველოს დაფუძნება. ხელის შეშლის მცდელობა იყო, რადგან ხელისუფლებამ მოიყვანა ხალხი, რომ არ დაფუძნდეს ჩვენი პარტია. აუცილებლად უნდა დავფუძნდეთ, რომ სოციალურად იყოს დაცული ქართველი ერი ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო დაცული. მაშინ უკეთეს პირობებში ვცხოვრობდით, ვიდრე ახლა. საქართველოს მოსახლეობის 80% გვიჭერს მხარს და გაიგოს ამ ხელისუფლებამ. აუცილებელია რუსეთთან ურთიერთმეგობრობა გვქონდეს’’, – განუცხადა KNEWS.GE-ს ლავრენტი გაგანაშვილმა.