ახალი ამბები

თელავში აქციას საბჭოთა სიმბოლიკიანი ,,ამხანაგი გენერლები’’ შეუერთდნენ

ისინი საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიციის ფორმებსა და ნამგალისა და უროს გამოსახულების გულსაბნებს ატარებენ.
,,მე ვარ საქართველოს საბაჟო სისტემის გენერალი, ასევე ვარ საქართველოს კაზაკთა კავშირის უმაღლესი ატამანი. მე აქციაზე არ მოვსულვარ, მოვედი რომ ერეკლეს მუზეუმი დავათალიერო, რადგან დღეს გიორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეა. მაშინ როცა ერეკლე მეფემ ამ საბუთს მოაწერა ხელი, მაშინ დაიწყო საქართველოს აღორძინება. ჩვენ აქ ჩვენი ინიციატივით ჩამოვედით და აქციასთან საერთო არაფერი გვაქვს’’, – განუცხადა knews.ge – ს აქციის მონაწილე ვასილ კადინეცმა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, რევაზ ჭანტურიას თქმით, იგი ყოველდღიურად საბჭოთა გენერლის ფორმით გადაადგილდება, თელავში კი წლების წინ ერეკლე მეფის სასახლესთან დარგული ხის სანახავად ჩამოვიდა.
,,მე ვარ ყოფილი პოლიციელი და მუდმივად ამ ფორმით დავდივარ. რაც შეეხება სიმბოლიკებს და ნამგალი და უროს გამოსახულებიან გულსაბნევებს, მე სულ მიკეთია, რადგან ეს არის ჩემი ჯილდოები. რსაბჭოთა კავშირის დროს ვმუშაობდი და თავს ხომ არ მოვიკლავ?’’, – განუცხადა knews.ge-ს რევაზ ჭანტურიამ.