ახალი ამბები

ჟურნალისტი-დღეს მე მომხვდა საბჭოთა სილა ქართველის ხელით

,,სოციალისტური საქართველოს” მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციაზე მყოფ პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

,,აქციის მსვლელობისას მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორც ჩემი, ასევე გვერდში მდგომი ახალგაზრდების მიმართ”,–განუცხადა knews.ge-ს პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” თელავის ოფისის წარმომადგენელმა ეკა კევლიშვილმა. 

ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს განსხვავებული მოსაზრების გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ცემის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვები გახდა.

ურნალისტმა რომა ქევხიშვილმა knews.ge–ს  ჟურნალისტებთან აქციაზე მისვლის მიზანი განმარტაა: 

 2008 წელი გვაქვს მაგალითი. აგვისტოს დღეებია და ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისგან გათავისუფლებაზე ვიფიქროთ, ამ დროს თელავში „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“  აფუძნებს რეგიონულ ორგანიზაციას და ცდილობს განსხვავებული აზრის ადამიანები ჩაქოლონ. დღეს მე მომხვდა საბჭთა სილა ქართველის ხელით”,–განუცხადა knews.ge–ს ქევხიშვილმა.