ახალი ამბები

დღეს თელავს რუსეთის დუმის დეპუტატი ეწვევა

,,4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს სიმბოლურად გაიმართება სახალხო მოძრაობა ,,სოციალისტური საქართველოს” კახეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა. ღონისძიებაზე მოწვეულია რუსეთის დუმის დეპუტატი”, – განაცხადეს შეხვედრის ორგანიზატორებმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, მაშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.