ახალი ამბები

თელავის დემოკრატიის სკოლა მსმენელს განახლებულ პროგრამას შესთავაზებს

როგორც knews.ge-ს დემოკრატიის სკოლის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მარიამ ჩიხლაძემ განუცხადა, წელს დემოკრატიის სკოლებში ახალი ნაკადის მისაღებად კონკურსი უკვე გამოცხადდა. პროგრამის მიხედვით, სკოლები საქართველოს ოთხ ქალაქში ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში ფუნქციონირებს. ჯგუფი, რომელიც თელავში შეირჩევა, სწავლას მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს და 2017 წლის თებარვალში დაასრულებს.
„დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის აპლიკაციების მისაღებად გამოვაცხადეთ ერთთვიანი ვადა. დარჩენილია სულ რამდენიმე დღე. 28 ივლისს უკვე ამოიწურება აპლიკაციების მიღება. დემოკრატიის სკოლის ხუთთვიანი პროგრამა ისეთივე დატვირთვით და ინტენსივობით იმუშავებს წელსაც, როგორც აქამდე მუშაობდა. ჩვენ სხვადასხვა შეფასებისა და გამოცდილების საფუძველზე ყოველ წელს ვთავაზობთ თემატურ ცვლილებებს დემოკრატიის სკოლის მსმენელებს. განახლებულია აგრეთვე ტრენერების გუნდი, შესაბამისად წელასაც მოვიწვევთ ახალ სახეებს. კურსდამთავრებულებს ტრენინგების გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში. ველით დაინტერესებული პირებისგან სათანდო გამოხმაურებას“, –განუცხადა knews.ge-ს მარიამ ჩიხლაძემ.