სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო მიმართვა მოსახლეობას
“ტემპერატურის მატების გამო, გარე ვაჭრობის ადგილებში, განსაკუთრებით საშიშია მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.