კახეთში მეფუტკრეებს სკები გადაეცათ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლოა აქვთ მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი – სკები, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) – ღირებულების 30%-ად მიიღონ.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.
“ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 7 588 სკა უკვე მიიღო. ახლო მომავალში კიდევ 51 კოოპერატივი 3 609 სკას მიიღებს, 19 კოოპერატივს 19 ერთეული თაფლის საწური და 2 200 ლიტრიანი თაფლის შესანახი ავზები (საერთო მოცულობით 41 800 ლიტრი) გადაეცემა“, – განაცხადა მიშელაძემ.