ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩმა თელავში შეხვედრები გამართა

 მენიე კახეთის გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალაქ თელავის და ზოგადად კახეთის მხარის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას საფრანგეთის რესპუბლიკასთან.
,,საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე. კახეთი დამეგობრებულია საფრანგეთის რეგიონებთან და ამას მოჰყვა გარკვეული შედეგებიც, რადგან დღეისთვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე ობიექტი, რომელიც ფრანგული ინვესტიციით განხორციელდა. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ პროექტებზე და იმაზე თუ რა მიმართულებით შეილება ჩაიდოს აქ ფრანგული ინვესტიციები. დარწმუნებული ვარ ჩვენი ასეთი ინტენსიური ურთიერთობა თავის შედეგებს გამოიღებს და ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო მეტი იქნება ქართული და ევროპული ინვესტიციები,’’- განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.
თელავში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის ელჩმა 1999 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში საქართველოსა და საფრანგეთის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა, თანამშრომლობასა და კახეთის რეგიონის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც პასკალ მენიემ knews.ge-ს განუცხადა, რეგიონში ჩამოსვლის სურვილი ყოველთვის ჰქონდა, რადგან მრავალი ფაქტორით კახეთი გამორჩეულია. მისივე თქმით, საქართველო და საფრანგეთი ბევრი მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ. 
,,სამი თვე არ არის გასული, რაც ჩამოვედი საქართველოში და სურვილი მქონდა, რომ კახეთის რეგიონში ჩამოვსულიყავი და ამიხდა ეს სურვილი. ვიზიტი საინტერესოა, რადგან კახეთი უამრავი ფაქტორებით აღიარებული რეგიონია. საფრანგეთი და საქართველო დაკავშირებულია ერთმანეთთან ღვინის კულტურით და ასევე სხვა უამრავი მიმართულებით. 1999 წლიდან კახეთის რეგიონი დამეგობრებულია იონის დეპარტამენტთან. ფრანგული ცენტრი, რომელიც აშენებულია გურჯაანში, ძალიან აქტიური საქმიანობის ცენტრს წარმოადგენს. ჩემი ვიზიტის მიზანიც არის ის, რომ შემემოწმებინა იმ კონტაქტების და თანამშრომლობის შედეგები, რაც უკვე დამყარებულია საქართველოსთან, რა ინტერესები შეიძლება გამოიკვეთოს და სამომავლოდ გაკეთდეს ერთობლივად კახეთის გუბერნატორთან ერთად,’’- განუცხადა Knews.ge-ს პასკალ მენიემ.
საფრანაგეთის ელჩმა, ასევე, თელავის სამხატვრო სკოლა მოინახულა. პასკალ მენიე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქალაქში მოღვაწე ხელოვანებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.