ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილემ გახსნა. ნუნუ გელდიაშვილმა უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობაში ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს კონფერენციის ჩატარების ფორმატი გააცნო.
“საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობა დადებითადაა შეფასებული. 2015 წლის სამეცნიერო ფესტივალზე შესარჩევი ტურები წარმატებით გაიარა უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ღონისძიებებმა: სამეცნიერო კონფერენცია: სკოლა და უნივერსიტეტი(ორგანიზატორი ფილოლოგიის დეპარტამენტი); სამეცნიერო პოპულარული ლექცია „ნარკვევები XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან ახლად მოძიებული საარქივო მასალების მიხედვით“(ორგანიზატორი–ისტორიის დეპარტამენტი)”, – განაცხადა გელდიაშვილმა. 
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა როინ ჭიკაძემ და უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, შალვა ჭკადუამაც მიმართეს.
სამეცნიერო კონფერენციაში ასამდე პროფესორ-მასწავლებელი და დოქტორანტი მონაწილეობდა. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.