ახალი ამბები

ხვალ გურჯაანში სასამართლოს განახლებული შენობა გაიხსნება

შენობის გახსნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრებიან. უზენაესი სასამართლოს ინფორმაიით, გურჯაანის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2011 წლის 2 დეკემბრიდან. ნინო გვენეტაძის უწყების ცნობით, მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.