ახალი ამბები

დღეს წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს ”საარჩევნო კოდექსით” დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს. ეს არის ერთ-ერთი იმ აკრძალვათა შორის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ამოქმედდება. “საარჩევნო კოდესის“ მიხედვით, აგიტაცია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. ამ დღიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.