ახალი ამბები

კახეთში უკრაინელი ჟურნალისტები იმყოფებიან

ჟურნალ ,,დრინქსის” თანამშრომლებმა სოფელ ნაფარეულსა და წინანადალში ღვინის კომპანია ,,შუმის” ვენახები დაათვალიერეს. უკრაინული მედიის წარმომადგენლები, მოგვიანებით, გაეცნენ ქართული ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს მათ ალკოჰოლური სასმელებიც დააგემოვნეს.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ საქართველოს შესახებ, მეღვინეობასა და მევენახოების კულტურაზე სტატიებს მოამზადებენ.
,,საქართველში ჩამოსვლა დიდი ბედნიერებაა. მთელი დღის გამვალობაში ვნახეთ კომპანია ,,შუმის” მფლობელობში არსებული ვენახები. დავათვალიერეთ ქარხნები და ახლოს გავეცანით ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს. გარწმუნებთ, რომ ბევრს საინტერესო სტატიებს დავწერთ ქვეყანაზე, სადაც ვაზსს განსაკუთრებით უვლიან და პატრონობენ,” – განაცხადეს ჟურნალისტებმა.