ახალი ამბები

განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა

”მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს ”თავისუფალი უნივერსიტეტის” სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში – კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს. მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს განვითარების შესახებ.განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე კი მისივე თქმით, ამ მიმართულებით და სხვა მანდატით გააგრძელებს საქმიანობას.