ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტმა ისტორიულ-არქეოლოგიური გზამკვლევი გამოსცა

გზამკვლევში შესულია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები ხეობების მიხედვით და დაჯგუფებულია სამოცი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი თუ ძეგლი. ,,გზამკვლევში ნახავთ ობიექტებსა და ძეგლებთან მისასვლელ საჭირო ინფორმაციას, ისტორიულ მარშრუტებს, საცალფეხო ბილიკებს, სასტუმროებს,საცხენოსნო და ველო გზებს, ასევე GPS კოორდინატებს. გზამკვლევი არის ორენოვანი,რუკებს დაერთო ობიექტების მოკლე აღწერა ქართულად და ინგლისურად”, განაცხადა გზამკვლევის შემდგენელმა, არქეოლოგმა გიორგი ლაღიაშვილმა. ისტორიულ-არქეოლოგიური გზამკვლევის დამზადება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.