სტატიები

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდ

სინამდვილეში, NATO-ს მთავარი მიზანი არის ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის უზრუნველყოფა. NATO არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც დააარსა 12-მა სახელმწიფომ. დღეს მასში 28 ქვეყანაა გაერთიანებული. თითოეულ წევრ ქვეყანას NATO-ს წევრობამ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება მოუტანა, რამაც ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყო.

NATO თავისი არსით კოლექტიური თავდაცვითი ფუნქციის მქონე ორგანიზაციაა. ალიანსის ფუძემდებლური დოკუმენტის მე-5 მუხლში წერია: შეიარაღებული თავდასხმა NATO-ს ერთ-ერთ წევრზე  ან რამდენიმე მათგანზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, განხილული იქნება თავდასხმად ყველა მათგანზე. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი შეიარაღებულ თავდასხმას ექნება ადგილი, ყოველი მათგანი, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით, დახმარებას გაუწევს მხარეს ან მხარეებს, რომელზედაც განხორციელდება თავდასხმა, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვა მხარეებთან შეთანხმებით, ისეთი ქმედებების განხორციელებით, რომლებიც აუცილებელად ჩაითვლება _ მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებით, რათა მოხდეს უსაფრთხოების აღდგენა და შენარჩუნდება ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში. ეს არის ალიანსის მთავარი _ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი. მისი ამოქმედება ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა _ 2001 წლის 11 სექტემბერს და ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ტერორისტული შეტევის პასუხი.

NATO დაარსებიდან დღემდე ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად რჩება.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge