ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იტალიელ კოლეგებს შეხვდნენ

შეხვედრის მიზანი სოფლად განვითარების პროექტის ფარგლებში, იტალიის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, სოფლად განვითარების პროექტისსამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარის მომზადების საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და ყურადღებაპრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა.

მინისტრის მოადგილემდარგის განვითარებისთვის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის,  ექსტენციის სისტემის შემუშავების, მათ შორის, მობილური ექსტენციის სერვისის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ლევან დავითაშვილმა იტალიელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხეო საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პოტენციალს დააღნიშნული მიმართულების განვითარებისთვისიტალიურ მხარესთან  თანამშრომლობის მნიშვნელობას.