ახალი ამბები

თელავში სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით ვორქშოფი გაიმართა

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორის, ფილოსოფოსის მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების წამოწყება. 
,,ჩვენ ვატარებთ პოლიტიკურ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლის მიზანია უნივერსიტეტებში მოეწყოს შეხვედრები და საჯარო დებატები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიც არის რელიგიურ და არარელიგიურ ჯგუფებებს შორის სიმეტრიული აღიარება, როგორც საჯარო სივრცის ერთ-ერთი ძირითდი პირობა, დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებები, რელიგიური თავისუფლება, საზოგადოებისა და სოციალური ფენების თანასწორობის პრინციპები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ტარდება და მისი მიზანია, რომ ადამიანმა თვითონ გააცნობიეროს სათ წაიყვანოს სახელმწიფო და არ იყოს ზემოდან მაყურებელი მცირე პოლიტიკური, ერთი ადამიანის გარშემო შეკრებილი ჯგუფებისა, რომლებიც რეალურად თავისი ინტერესების განხორციელებისკენ იბრძვიან. საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუპებს შორის არის წყვეტა და ამ ყველაფრის მოგვარებისკენ არის მიმართული’’,- განუცხადა Knews.ge-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა.
რეგიონალური ვორქშოფი პროექტ „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით.