თელავში სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული გიორგი ავაზაშვილი გახდა
თელავის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტის გიორგი ორკოდაშვილის განცხადებით, დაჯილდოვდა 10 ფინალისტი, რომელთა შორის იყვნენ ნომინაციების ,,ჟიურის რჩეული” და ,,ყველაზე ორიგინალური ნამუშევარი” გამარჯვებულები, ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.
,,გარდა მონაწილეებისა, დაჯილდოევდა კონკურსის მიმდინარეობისას ყველაზე აქტიური მასწავლებელი ჟანა გორგიშვილი. რაც შეეხება მონაწილეეებს, პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ავაზაშვილი, მეორე ადგილი დაიკავა – ირაკლი იაგორაშვილმა. მესამე ადგილი კი მოიპოვა თეკლა სვიმონიშვილმა. ჟიურის რჩეული გახდა ადამ გუმაშვილი, ხოლო ყველაზე ორიგინალური ვიდეო წარმოადგინა ნია კუპატაძემ. დაჯილდოების ცერემონიამდე ჩვენი კონკურსის ფინალისტები იმყოფებოდნენ ბაბანეულის ნაკრძალში”, – აცხადებს გიორგი ორკოდაშვილი.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ CENN-ის, WMTR-ის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თემი და გარემოს”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და სხვადასხვა ადგილობირვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი ,,EcoSpeaker 2016″ თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით ხორციელდება, ,,საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოების” და ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN)” პროგრამის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები.
გიორგი ორკოდაშვილი, თელავის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტი