ახალი ამბები

მარგველაშვილი: საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

პრეზიდენტი მარგველაშვილი პრემიერ კვირიკაშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველმა პირებმა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებასა და მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მზად არის საარჩევნო პროცესები კანონის სრული დაცვით განახორციელოს. საქართველოს პარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.