,ქართული ოცნების” თელავის ორგანიზაციას პაატა გიორგობიანი უხელმძღვანელებს
გიორგობიანი თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარეა.
პარტიის ყრილობას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გაიმართა, კოალიცია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიუროში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
,,ამირჩიეს ისევ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარედ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბიუროში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც ბიუროს შემადგენლობაში ავტომატურად შევიდნენ თვითმმართველობის პირველი პირები მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები, ფრაქციების თავმჯდომარეები. ეს ეფექტურად მუშაობაში შეგვიწყობს ხელს”,- განაცხადა პაატა გიორგობიანმა.