ახალი ამბები

კახეთში ვირუსის გამო სკოლები ამ ეტაპზე არ დაიხურება

“სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას სკოლებში დასწრებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაწვდით. იმ შემთხვევაში, თუ გაცდენების რაოდენობა 20% პროცენტს გადააჭარბებს, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოგვცემს რეკომენდაციებს მომავალ აქტივობებთან დაკავშირებით. ამჟამად არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა განათლების სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები ჰიგიენის წესებთან დაკავშირებით”, – განმარტა ლია გიგაურმა გურჯაანში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე.
გიგაურისვე განცხადებით, თუ გაცდენების მაჩვენებლი H1N1 ვირუსთან დაკავშირებით გაიზრდება, გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღებენ.