ახალი ამბები

დღეს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება

მასთან მისული ხალხი ცოდვებს აღიარებდა და წყლით იწმინდებოდა, მაგრამ ამ ნათლობას ცოდვათა მიტევების ძალა არ ჰქონდა. ის თავისი მადლითა და შინაარსით იუდეურ და ქრისტიანულ ნათლობებს შორის იდგა. ნათლისღება, როგორც ერთ-ერთი საიდუმლო, ქრისტეს მიერ დაწესდა. ნათლობისას ადამიანი წყალში სამჯერ შესვლით და მამის, ძისა და სული წმინდის მოწოდებით ცოდვებისგან განიწმინდება და სულიერი ცხოვრებისთვის მეორედ იშვება. ნათლისღების დღესასწაული ლიტურგიკულ კრებულებში მოხსენიებულია, როგორც “გაცხადება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი,” ვინაიდან ამ დღეს ქრისტე ღმერთი, როგორც წმიდა სამების ერთ-ერთი პირი განცხადდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება.