ახალი ამბები

,,საქართველოს განვითარების ფონდმა” თელავში რეგიონული ოფისი გახსნა

ცერემონიალს ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად დაესწრო. მან შეხვედრაზე ფონდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თელაველებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ბურჭულაძეს გაცხადებით, “მონიტორინგის ცენტრი” თელავში აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას.
,,ფონდის მიზანია, მთელი საქართველო ჩართოს ქვეყნის განვითარების პროცესში. მუშაობისას გამოვავლენთ მოსახლეობის პრობლემებს და დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად შევძლებთ მის მოგვარებას ხალხის ჩართულობით”,- განუცხადა Knews.ge-ს პაატა ბურჭულაძემ.
“საქართველოს განვითარების ფონდის” მთავარი დირექტორის, ვანო მაჭავარიანის თქმით, ორგანიზაცია მოსახლეობას სამოქალაქო გააქტიურების საშუალებას მისცემს.
,,თელაველების აქტიურობის იმედი გვაქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და საქმის მცოდნე პირების ჩართულობა. გვჯერა, რომ ბევრი ადამიანი დადგება ჩვენს გვერდით,”-განუცხადა Knews.ge-ს ვანო მაჭავარიანმა.
“საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენლების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში რეგიონული ოფისების გახსნას და ,,მონიტორინგის ცენტრების” ამოქმედებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.