ახალი ამბები

განათლების მინისტრის მოადგილე პანკისის ხეობის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, კითხვები დაისვა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით, რაზეც აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.
“პანკისელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრები, მათი საქმიანობის გაცნობა, იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ ამ ულამაზეს ხეობას, ჰყავს უაღრესად ღირსეული, ძლიერი და სიახლეზე ორიენტირებული პედაგოგთა კორპუსი და ნიჭიერი მოსწავლეები. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილი ყველა სასკოლო პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა, წარმატებით განხორციელდა და ასევე წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც”, – აცხადებენ სამინისტროში.