კახეთში ყინვები 7 იანვრამდე შენარჩუნდება
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს და ხვალ – 9 გრადუსი ყინვა შენარჩუნდება, ხოლო 6 იანვარს ყინვა შესუსტდება და მოსალოდნელია 0 გრაუდი. კახეთის რეგიონში 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს, ზოგიერთ ქალაქში მოსალოდნელია ნალექი. ყინვა შესუსტდება ღამითაც და მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი, ხოლო დღისით +6, +11 გრადუსი სითბო.
“დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება, თუმცა ასეთი ძლიერი ყინვები აღარ იქნება, თანდათან ტემპერატურა მატებისკენ წავა. აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, ზოგგან თოვლი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერტურა დღეიდან მოიმატებს, და ყინვა თანდათან შესუსტდება. ზოგადად, საქართველოს მასშტაბით ყინვები 7 იანვრამდე შენარჩუნდება“,-განცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ.

