ახალი ამბები

თელავში დაჭრილი პოლიციელი ქალბატონი გარდაიცვალა

ექიმები მის გადარჩენას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ თელავის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ეზოში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სანდრო მეტრეველმა სანადირო თოფიდან ცეცხლის გაუხსნა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისულ პოლიციის კაპიტანს, გელა ლამაზოშვილს. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომა დროზე ადრე დატოვა და თელავში გაემგზავრა. გიორგი მღებრიშვილი მკვლელობის მიზეზად შურისძიებას გამორიცხავს. მისი განცხადებით, ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდიანრეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფელბის აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.