ახალი ამბები

კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი მოქალაქისთვის 2 ავტომანქანის უკანონო ჩამორთმევაში ამხილეს

უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია შსს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, 2010 წლის ნოემბერში, მოქალაქე დავით პაპოშვილმა, მისი ახლობლებისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 50 000 დოლარად შეიძინა 2 ,,ტოიოტა ქამრი“ და აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. პროკურატურის ცნობით, კახეთის სამხარეო პოლიცია აღნიშნული ავტომობილებით სარგებლობდა. 
მოქალაქეებისათვის ავტომანქანების უკანონოდ ჩამორთმევისათვის მთავარმა პროკურატურამ, ასევე, ამხილა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილი და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილმა უფროსი, ჯაბა მაღლაფერიძე. 
პროკურატურამ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის დანაშაულში მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოიყენა დისკრეცია და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო. მოქალაქეებისათვის უკანონოდ ჩამორთმეული 13 ავტომანქანა სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება. ირაკლი შოთაძის უწყების გადაწყვეტილებით, 9 „ტოიოტა ჰაილუქსი“, 3 „ტოიოტა კამრი“ და 1 „ტოიოტა კოროლა“ 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკან დაუბრუნდება.