სოფელ ქვემო ქედში მინი- სტადიონის მოსაწყობად 34 876 ლარი დაიხარჯა
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების განსახორციელებლად 34 876 ლარი დაიხარჯა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ ჯანიაშილის თქმით, ახალი სტადიონის მოწყობა სოფლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას.
„სოფელში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სტადიონია, რომელიც ახლახან დასრულდა. აქ საუკეთესო გარემოა შექმნილი საიმისოდ, რომ ახალგაზრდობა მოვიდეს, დაისვენოს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყოს ხელი. ვფიქრობ, ქვემო ქედში ეს სტადიონი ახალგაზრდებისთვის და, არა მარტო მათთვის, საუკეთესო თავშეყრის ადგილი გახდება,“ – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.