ახალი ამბები

პატრიარქმა ალიევთან აზერბაიჯანში ქართველი მღვდელმთავრის მსახურებისა და დავით გარეჯის მონასტრის საკითხები დააყენა

პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას ჰყავს საკუთარი ეპისკოპოსი, სასურველია საქართველოსაც ჰყავდეს თავისი მღვდელმთავარი. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, ასევე, მიუთითა, რომ დავით გარეჯის სამინოსტრო კომპლექსის სამი მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და ეს საკითხი შეიძლება სამომავლოდ გადაიჭრას. 
“რა თქმა უნდა, არის საკითხები რომელიც გადასაწყვეტია. მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას ჰყავს საკუთარი ეპისკოპოსი, სასურველია საქართველოსაც ჰყავდეს თავისი ეპისკოპოსი. დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეჯოში სამონასტრო კომპლექსს, დავით გარეჯის სამინოსტრო კომპლექსის სამი მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ეს საკითხი შეიძლება მერე გადაიჭრას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს კავკასიაში, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ დარღვეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ განაცხადა, რომ მუსულმანები საქართველოში ცუდად არ ცხოვრობენ, იმაზე ნაკლებად არა, ვიდრე აზერბაიჯანში. ილია II-მ, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია, ამიტომ ალბათ ქრისტიანები აზერბაიჯანში მათ მდგომარეობას უნდა გაუთანაბრდნენ. 
საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს იმის გამო, რომ კომპანია “სოკარის” მეშვეობით საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს უფასო ბუნებრივი აირი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში მიიღო. 
ჰერეთში კახის წმ. გიორგის სახელობის ერთადერთ მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება 21 ივნისიდან შეწვეტილია. ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.