კახეთში ფერმერული კლუბები ჩამოყალიბდება
საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ელიზბარაშვილის განცხადებით, პროექტის დასასრულს რეგიონების მასშტაბით ჩამოყალიბდება ფერმერული კლუბები, რომლებიც უზრუნველყოფენ სოფლად მცხოვრები ქალების ლობისტური შესაძლებლობების გაზრდას და აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
,,რეგიონების მასშტაბით ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება ფერმერთა კლუბები, რაც უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების ეკონომიკური შესაძლებლობებოს გაზრდას, აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. კლუბების მიზანია, მიაწოდოს ფერმერებს ის ცოდნა და ორგანიზაციული უნარები, რომელებიც დაეხმარება მათ ოჯახებს, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ინტეგრირდნენ საბაზრო ეკონომიკაში. პროექტის მიზანია ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ფერმერთა კლუბები ინტერესების ერთიანობის საფუძველზე იქმნებიან”,- განაცხადა ნინო ელიზბარაშვილმა.
პროექტი 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და ხორცილედება საქართველოს 5 რეგიონის 13 მუნიციპალიტში – თელავში, ახმეტაში, წალენჯიხში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, დუშეთში,თიანეთში, მცხეთაში, გორში, კასპში, ბოლნისში, დმანისსა და წალკაში.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის “OXSFAM-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.