ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის საინფორმაციო ჩანართები დაიბეჭდა
საარჩევნო ჩანართები რეგიონული მედიის ასოციაციის (GRMA) მიერ მიმდინარე პროექტის ფარგლებში გამოიცა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩევლის ინფორმირებას და საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს.
ჩანართები გავრცელდა საქართველოს მასშტაბით რეგიონული გაზეთებისა და ვებპორტალების მეშვეობით. დაინტერესებულ ახალგაზრდებს, შეუძლიათ წაიკითხონ რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებამდე და არჩევნების დღეს.