არასრულწლოვანის დაღუპვის მიზეზი გაუმართავი მოტოციკლეტი გახდა
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი მოტოციკლეტის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. არასრულწლოვანმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მართვა დაკარგა და გაჩერებულ ტრაქტორს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ შალაურში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.