ახალი ამბები

კახეთში უცხოელი ჟურნალისტების პრესტური დასრულდა

ჟურნალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში სხვა ადგილებთან ერთად ალავერდს, წინანდალს და სიღნაღს ეწვივნენ. მათ კახეთში არსებული მარნები და შატოები დაათვალიერეს. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჟურნალისტები ასევე ქართული ღვინის დამზადების წესებს გაეცნენ. მათივე თქმით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტები გერმანიისა და ავსტრიის გავლენიანი გამოცემებისათვის საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ.