1. სიღნაღში ზინაიდა ქუფარაშვილის გამოფენა გაიხსნა
გამოფენის სტუმრებს მუზეუმთან ერთად მხატვრის ოჯახის წევრებმაც უმასპინძლეს. მუზეუმის მენეჯერმა მარიამ ინანაშვილმა ავტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.
ზინაიდა ქუფარაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. წლების განმავლობაში ძეგლთა დაცვის სამმართველოში მუშაობდა. მისი თაოსნობით მრავალ ისტორიულ ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია, რომელთა შორისაა ბოდბის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი და სიღნაღის ციხე-გალავანი. მისი ნახატები ინკრუსტიკასა და აკვარელშია შესრულებული.
ზინაიდა ქუფარაშვილის პერსონალური გამოფენა 1 ივნისამდე გაგრძელდება.