ახალი ამბები

დაზარალებულ ფერმერებს შესაძლოა სესხები ლარში გადაუტანონ

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ სესხები, რომელიც ფერმერებს დოლარში ჰქონდათ აღებული ლარში გადავიდეს. ნინო ზამბახიძის თქმით, ამ ეტაპზე მექანიზმის დამუშავება ხდება თუ როგორ და რა ვადებში მოხდება საქმის დაძრა.

ლარის დევალვაციის შემდეგ ფერმერული მეურნეობების ნაწილმა განაცხადა, რომ კურსთაშორის სხვაობის გამო მთლიანი სახელფასო ფონდის გადახდა კრედიტის დასაფარად უწევთ. არსებული ინფორმაციით საფრთხის წინაშეა 610 ფერმერი, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 30 და 600 ათასამდე სესხი დოლარი აქვთ აღებული. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს.