ახალი ამბები

თელავში Hip-Hop-ის მასტერკლასი ჩატარდა

„მსგავსი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში, მრავალფეროვან მიმდინარეობებს შორის ჰიპჰოპმა დამსახურებულად დაიმკვიდრა დამსახურებული ადგილი რადგან ახალგაზრდებს მოსწონთ ცეკვის ეს მიმდინარეობა. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ თელავში გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც თავისი პლასტიკით, დამოკიდებულებითა და უზარმაზარი შრომისმოყვარეობით სასწაულებს ახდენენ სცენაზე. ისინი, ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, ამიტომ ამ ღონისძიების მხარდამჭერიც გახლავთ თელავის მერია”. 
როგორც “Next Level”-ის ხელმძღვანელმა ამირან სამადაშვილმა განაცხადა, მათი ჩამოსვლის მიზეზი დამწყები მოცეკვავეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება იყო:
„საქართველოს ჰიპჰოპის ფედერაცია დამწყებ მოცეკვავეებს ყოველთვის ეხმარება, ახლაც მზად ვართ, დავეხმაროთ თელაველ მოცეკვავეებს პროფესიულ განვითარებაში და მივცეთ სწორი ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად გამოვა.“