დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი ლაგოდეხის გამგეობის შენობაში საქმიანობისთვის ქირას გადაიხდის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, გამგეობის შენობის მეორე სართულზე მდებარე ორი ოთახი, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატი 2012 წლიდან სარგებლობს, მუნიციპალური საკუთრებაა და დღეს მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ ფართზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.
მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი გოზალიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია. თუმცა განმარტავს, რომ კანონი გამგეობას მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ქირის გადახდის ვალდებულებას ცალსახად არ აკისრებს. ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.