ივლისიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო გახდება
აღნიშნული კანონის მიხედვით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში უნდა განთავსდეს წარწერა “გმო”, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა “გმ”.
აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა მისი ადვილად იდენტიფიცირება შეძლოს. გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტის ეტიკეტირებისას აღნიშნული უნდა იყოს ინგრედიენტის სახელიც.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5-ათასი ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10-ათასი ლარის ოდენობით.