ახალი ამბები

თელავში ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ იმსჯელეს

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე სხილაძის თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები მ იმდინარეობს, რომლის მთავარ მიზანს ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგებსა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს:
,,საინფორმაციო ტიპის შეხვედრების ჩატარება და დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე მნიშვნელოვანია. განვიხილავთ ადრეული ასაკის ქორწინების შედეგბს, ვსაუბრობთ მისი მოგვარების გზებზე. ასევე, ვმართავთ შეხვედრებს სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაცებთან. თელავში ფუნქციონირებს სახალხო დამცველის წარმომადგენლობითი ოფისი, რომელიც მოსახლეობას შესაბამის მომსახურებას უწევს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იქნება, ‘’– განუცხადა Knews.ge-ს ეკატერინე სხილაძემ.