ახალი ამბები

თელავში სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისს ნათია ფიცხელაური უხელმძღვანელებს

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის, ეკატერინე სხილაძეს თქმით, სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლის ოფისს თელავში ნათია ფიცხელაური უხელმძღვანელებს:
,,ოფისმა მუშაობა უწყების კახეთის რეგიონის წარმომადგენელს, თემურ ორკოდაშვილის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეაჩერა, თმცა ახლა ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას,”– განუცხადა Knews.ge-ს ეკატერინე სხილაძემ.
მისივე განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრები კი ცენტრალურ ოფისში შემოდიოდა:
,,ცენტრალური ოფისი იხილავდა შემოსულ განაცხადებს და დროებით ახორციელებდა იმ საქმიანობას, რომელიც კახეთის ოფისის მოვალეობაში შედის,’’– განუცხადა Knews.ge-ს ანი თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, თელავში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ოფისი 2014 წლის მაისში გაიხსნა. ოფისი თელავში სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გახსნა.