ახალი ამბები

დავით ბაქრაძე – საქართველომ ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა შეასრულა

მისი თქმით, ამ დროისთვის დაწყებულია სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესასრულებელი სამუშაოები, რომლებსაც დასრულების შემდეგ სპეციალურად შექმნილი შემფასებელი მისია შეამოწმებს. დავით ბაქრაძეს თქმით, ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ საქართველომ ტექნიკურად შეასრულა იმ რეფორმების დიდი ნაწილი, რომელსაც ევროატლანტიკური სტრუქტურა მოითხოვდა.
,,პირველი ფაზა დავასრულეთ. მეორე ფაზის ძირითადი მიმართულებებიც შესრულებულია. შემფასებელთა მისიამ შეაფასა უკვე საქართველოს პროგრესი, დარჩენილია კიდევ ერთი მისია და ამის ფარგლებში აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. მზად ვართ იმისთვის, რომ ტექნიკურად ის რეფორმები, რომელიც მოთხოვნილი იყო სამოქმედო გეგმით, შესრულებული იყოს ბოლომდე. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით უკვე 110-მდე საკანონმდებლო ცვლილებაა განხორციელებული და ამას ამოწმებს სწორედ მეორე ფაზის შემფასებელი მისია, რათა ნახონ, როგორ მოქმედებს განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრული იყო სამოქმედო გეგმით. ჩვენ ველოდებით რიგის სამიტს, სადაც იმედი გვაქვს, რომ კომისია დადებითად შეაფასებს ტექნიკურად საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ იქნება პოლიტიკური მტკიცე გზავნილები ამ სამი სახელმწიფოს მიმართ, იმ პირობებში, რომლებიც მიუხედავად სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლისა რუსეთის მხრიდან, მაინც ანხორციელებენ რეფორმებს და მიისწრაფიან ევროპული მომავლისკენ,”– განუცხადა Knews.ge-ს დავით ბაქრაძემ.