ყვარელში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება
,,ინვესტორებს აინტერესებთ რა არის მომგებიანი. ეს არის ნომერ პირველი კითხვა – სად გაიყიდება და გაუწევს თუ არა უცხოურ წარმოებებს კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ სწორედ ამ მასალებს ვამზადებთ კონკრეტული ინვესტორებისთვის და კონკრეტული მიმართულებებისთვის“.
გუბერნატორისვე შეფასებით, კახეთი მოწინავე რეგიონია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით:
,,რეგიონში 40 საწარმოზე მეტია ახალი აშენებული, იაფი კრედიტის ფარგლებში, რომელმაც საშუალება მისცა მეწარმეებს, რომ შეექმნათ ახალი საწარმოები და როგორც გითხარით 200 მილიონ ლარზე მეტია გაცემული იაფი კრედიტის სახით. ეს თემა ეხება მრავალ სეგმენტს, რომელშიც ადამიანს ქონდა გარკვეული ინვესტიციები და გააფართოვა, გააძლიერა, ან გადააიარაღა თავისი საწარმო. ასე, რომ ამ მიმართულებებით არ ვუჩივივართ ინვესტიციების ოდენობებს. მეტსაც გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს აუთვისებელი სეგმენტები, როგორიც არის მაგალითად, სხვადასხვა ინერტული მასალის გადამუშავების საკითხი, არის ტექსტილი წარმოების თემა განსავითარებელი. არის ბევრი ისეთი სეგმენტი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ იწარმოება. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ სწორედ კახეთში მოხდეს საკმაოდ მოზრდილი საწარმოების აშენება და მოსახლეობის დასაქმება და შესაბამისად, ქართული პროდუქტების შექმნა”, – აცხადებს შიოლაშვილი.