ირაკლი ალასანიამ სიღნაღში შეხვედრა გამართა
შეხვედრა ნუკრიანში ეთნოგრაფიული ეზო „ქიზიყში“ გაიმართა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით საკითხებზე იმსჯელეს.
ირაკლი ალასანიას თქმით, პარტიის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ასევე შექმნილ პრობლემებზე ესაუბრნენ.
,,შეხვედრის ფარგლებში ასევე ბოდბისხევის ბაზრობაზე გავედით. სიტუაცია კატასტროფული დაგვხვდა. აქ ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა ვითარებაა კახეთში და ზოგადად მთელს საქართველოში. მოსახლეობა ტოტალურად გაჭირვებულია, ბაზარში დახლებთან უმეტესად პენსიონერები და მოხუცები დგანან – ოჯახებიდან გამოტანილ ნივთებს, ძველმანებს ყიდიან, რომ საჭმლის ელემენტარული ფული იშოვონ. თვალში საცემი იყო, რომ ბაზარში მყიდველები არ არიან, თუ ვინმე რამეს ყიდულობს, ისიც ელემენტარული საარსებო შენაძენებია, დიდ მარაგზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ კახეთში სტუმრობისას.