სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს
როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში პერმანენტულად ჩატარდება, რათა საქართველოს მოსახლეობა მომზადებული და ინფორმირებული შეხვდეს იმ ცვლილებებს, რაც უპირველეს ყოვლისა, მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული:
,,უახლოეს პერიოდში ამოქმედდება რძის ტექნიკური რეგლამენტიც. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები არის გარანტი იმისა, რომ ქართველი მომხმარებელი მიიღებს უსაფრთხო და უვნებელ სურსათს, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას კი გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი”, -აცხადებენ სააგენტოში.