აგროდაზღვევის განახლებულ პროექტი დაიწყო
მინისტრის, ოთარ დანელიას განმარტებით, აგროდაზღვევის პროექტი რეკომენდაციების საფუძველზე განახლდა:
,,გასული წელს დავიწყეთ აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი, რომელიც გათვლილი იყო ერთ წელიწადზე და მნიშვნელოვანი იყო შედეგის ანალიზის თვალსაზრისით. პოზიტიური შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად, სამ თვეში. სწორედ ამიტომ, 2015 წლიდან, ჩვენ უკვე განახლებული მოდელით ვაგრძელებთ აგროდაზღვევის პროექტს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში დასრულდა კვლევის პირველი ეტაპი და BFC კონსალტინგისგან მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები საქართველოში აგროდაზღვევის მოდელთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გავითვალისწინეთ ყველა ობიექტური და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. განისაზღვრა ლიმიტები და ყველა ის პირობა, რომელიც აქამდე არ იყო სრულყოფილი. შესაბამისად, ჩვენ უკვე აგროდაზღვევის ახალი პროექტით შევუდგებით მუშაობას”, – აცხადებს დანელია.