1 დოლარი დღეს 2.0421 ლარი ღირს
აშშ დოლართან მიმართებაში ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 11 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0421 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 9 თებერვალს დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0346 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0075 ლარი შეადგინა.