ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, მოქალაქისგან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4506 კვ/მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 18 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.
დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.