თელავის მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, უწყება ყოველთვის მიიღებს მსგავსი ტიპის აქციებში მონაწილეობას.
,,მერია ყოველთვის მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში და დღესაც შეუერთდა დასუფთავების მასშტაბურ აქციას, რომელიც გუბერნატორის ინიციატივით ტარდება. ჩვენი წლევანდელი წლის პრიორიტეტიც არის სუფთა უბნები და სუფთა ქალაქი. მსგავს ღონისძიებებში ყოველთვის ჩავერთვებით,”- განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
კახეთის გუბერნატორის მოადგილის, გივი მეტრეველის თქმით, დასუფთავების აქცია ყველა მუნიციპალიტეტში დილიდან დაიწყო და მთელი დღე გაგრძელდება:
„დღეს ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება დასუფთავების აქცია. იმედს გამოვთქვამ, რომ თითოეული ჩვენგანი ამ აქციის შემდეგ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით მიმდებარე ტერიტორიებს და ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს ნაგავსაყრელად აღარ ვაქცევთ”,- განაცხადა Knews.ge-სთან გივი მეტრეველმა.