ახალი ამბები

შსს-მ საგარეჯოში თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვუგარ მ. 2014 წლის მაისში თაღლითურად დაეუფლა თავისი თანასოფლელის, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ 4 700 ლარს. 2014 წლის 29 დეკემბერს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვუგარ მ-ს დაკავების შესახებ განჩინება გამოიტანა და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს. ამ დროისთვის ვუგარ მ. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია შესახლებული.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).