ახალი ამბები

ახმეტაში მოქალაქეებთან ურთიერთობის ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურება დაინერგა

განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო შავერდაშვილის განცხადებით მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება გულისხმობს მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას “ერთი ფანჯრის” პრინციპის დაცვით: გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს, გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, ასევე მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას:
,,მოქალაქეებს აღარ უწევთ სხვადასხვა სამსახურში სიარული და მათთვის საინტერესო საკითხების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გარკვევა, მათ საშუალება აქვთ ჩვენთან მიიღონ მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე პასუხი, სწორედ ეს გულისხმობს “ერთი ფანჯრის” პრინციპს. ახმეტის მუნიციპალიტეტის უახლოეს მომავალში გადავა საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე, რომელიც კახეთში მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტი – ახმეტა და ყვარელი ისარგებლებს. 
ეს არის საკმაოდ საინტერესო პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კიდევ უფრო გამართულ ფუნქციონირებას”.